Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღე.

ჩემი პროექტის პორტფოლიო-,, მე, შენ, ჩვენ."

      ამ ტრენინგმა საკმაოდ ბევრი გვასწავლა პროექტებით სწავლების კუთხით. ვისწავლეთ როგორ შევარჩიოთ აქტუალური თემა და როგორი აქტივობები შევარჩიოთ, რომ შედეგზე გავიდეთ.    თითოეული აქტივობა   მორგებული უნდა იყოს სხვადასხვა შესაძლებლობის  მქონე  მოსწავლეებზე  ინდივიდუალურად  და უნდა იყოს  გაზომვადი, რათა შევძლოთ შესაბამისი რუბრიკებით შეფასება.   ვისწავლეთ ბუკლეტების, კოლაჟების მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და პროექტის დროს გამოყენება.  დრაივზე და ბლოგზე მუშაობა. პროექტების ატვირთვა და გამოქვეყნება.
      ტრენონგი იყო ხანგრძლივი, ცოტა დამღლელი,  მაგრამ ძალიან ნაყოფიერი. ტრენერის თანმიმდევრული და შესანიშნავი პრეზენტაციის მეშვეობით შევძელით პროექტის დასრულება და მივიღეთ ძალზედ საჭირო სამუშაო უნარები და გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში.

      მადლობა ქ-ონ  ნინო  მღებრიშვილს გაწეული დიდი შრომისთვის.

1 comment:

  1. მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის! გისურვებთ წარმატებებს პროექტის განხორციელების პროცესში!

    ReplyDelete