Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღე.

ჩემი პროექტის პორტფოლიო-,, მე, შენ, ჩვენ."

      ამ ტრენინგმა საკმაოდ ბევრი გვასწავლა პროექტებით სწავლების კუთხით. ვისწავლეთ როგორ შევარჩიოთ აქტუალური თემა და როგორი აქტივობები შევარჩიოთ, რომ შედეგზე გავიდეთ.    თითოეული აქტივობა   მორგებული უნდა იყოს სხვადასხვა შესაძლებლობის  მქონე  მოსწავლეებზე  ინდივიდუალურად  და უნდა იყოს  გაზომვადი, რათა შევძლოთ შესაბამისი რუბრიკებით შეფასება.   ვისწავლეთ ბუკლეტების, კოლაჟების მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და პროექტის დროს გამოყენება.  დრაივზე და ბლოგზე მუშაობა. პროექტების ატვირთვა და გამოქვეყნება.
      ტრენონგი იყო ხანგრძლივი, ცოტა დამღლელი,  მაგრამ ძალიან ნაყოფიერი. ტრენერის თანმიმდევრული და შესანიშნავი პრეზენტაციის მეშვეობით შევძელით პროექტის დასრულება და მივიღეთ ძალზედ საჭირო სამუშაო უნარები და გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში.

      მადლობა ქ-ონ  ნინო  მღებრიშვილს გაწეული დიდი შრომისთვის.

Sunday, July 15, 2018

მერვე დღის რეფლექსია.

მერვე სატრენინგო დღეს ვიუვერში გავეცანით შინაარსობრივ, ზოგად და თემატურ და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კითხვები მთლიანი პროექტის მანძილზე.
     ასევევ გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და შევქმენით ჩვენი პროექტისათვისაც.
     გავეცანით პროექტის სასწავლო პროცედურებს და დავწერეთ ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურები. ფაქტურად ამით ჩვენმა პროექტმა დასრულებული სახე მიიღო.
     დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული დიდი შრომისთვის. დაგვრჩა კიდევ ერთი დღე.

Saturday, July 14, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

         ტრენინგის მე-7 დღეს შევავსეთ გეგმის შაბლონში  შეფასების მოკლე მონახაზი, რომელშიც ავღწერეთ შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის მსვლელობის დროს.
        მოცემული მე-6 მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მასწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამოდენიმე თვალსაზრისით. შევქმენით შეფასების ფორმა, რომესლაც გამოვიყენებთ მოსწავლეების თანამშრომლობითი ურთიერთობებისა და თვითრეგულაციისთვს.
      შევქმენი მოაწავლეთა მხარდაჭერისთვის თვითშეფასების რუბრიკა, რათა თავისი ციდნა და უნარები დამოუკიდებლად მართოს.
       განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება:  ნოჭიერი,  არაქართულენოვანი და სსსმ მოსწავლისთვის.  ეს  მიდგომები ჩავწერე ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში.

Friday, July 13, 2018

მეექვსე დღე



    ტრენინგის მეექვსე დღეს   დავასრულეთ  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის  შექმნა,   ეს ნაშრომი ჩავაშენეთ ბლოგზე.   შევაფასეთ კოლეგების მიერ შექმნილი, მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი,  შეფასების რუბრიკის მიხედვით. კომენტარები გავაკეთეთ ბლოგზე. შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების   რუბრიკა.

მოასწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა.

Sunday, July 8, 2018

მე-5 დღე



       ნაყოფიერი გამოდგა მე-5 სამუშაო დღეც. დავასრულეთ პროექტების პრეზენტაცია.  ავტვირთეთ ბლოგზე.  შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები შეფასების რუბრიკებით: 21-ე საუკუნის უნარები, მიზნები და საკვანძო საკითხები.
      შევისწავლეთ საავტორო უფლებების  დაცვის  მექანიზმები.
      ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
   მადლობა ქალბატონ ნინოს საინტერესო პრეზენტაციისთვის.
   


Saturday, July 7, 2018

მე-3 დღის რეფლექსია

საინტერესო და ბევრის მომცემი იყო დღევანდელი დღე. დავწერეთ პროექტის მიზნები  სტანდარტის მიხედვით.გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს და ჩავაშენე ჩემი პროექტის მიზნებში.ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები ჩავაშენე ჩემი პროექტის მიზნებში.გავეცანი მიმართულების მიმცემი შეკითხვების სამ ძირითად ტიპს და ჩავწერე ჩემი პროექტის გეგმაში.

მე-4 დღის რეფლექსია

             ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა როგორ გამომეყენებინა განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
 არსებობს 5 სტრატეგია. მოსწავლეები აუცილებლად უნდა შეფასედნენ ამ 5 სტრატეგიის მიხედვით.განვსაზღვრეთ ამ 5 მიმართულების მეთოდები მიზნები და ინსტრუმენტები. ეს სტრატეგიები შევუსაბამეთ პროექტის ეტაპებს.შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტი.
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის შექმნის ინსტრუმენტებს სახელმძღვანელოში.
 
                       მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის

Thursday, July 5, 2018

მეორე დღე

 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.გავაცნობიერე, რომ აქტუალური თემის მიხედვით ვირჩევ პრობლემაზე ორიენტირებულ პროექტს, გამოვყოფ ძირითად საკვანძო საკითხებს.ვითვალისწინებ ისგ სტანდარტებს და მოსალოდნელ შედეგებს. ვქმნი პუბლიკაციას, თუ როგორ გავაცნობ გარკვეულ სამიზნე ჯგუფს ჩემს პროექტს.დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს და დავეხმარები მოსწავლეებს მათ განხორციელებაში.გავაცნობიერე რეფლექსიის დანიშნულება, თუ როგორ შევაჯამოთ შესრულებული სამუშაოები,მოსწავლეებმა გააცნობიერონ რა შეძლეს კარგად რა გაუჭირდათ.21- ე საუკუნის რომელი უნარები განუვითარდათ, რომელ სააზროვნო უნარებზე გავიდნენ.
   ამ მოდულზე გავეცანი პრაქტიკულ სამუშაოებს, კერძოდ როგორ ვაქციოთ პუბლიკაცია სურათად და როგორ შევძლოთ სურათის ბლოგზე დადება.

პირველი დღე

ძალიან საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე,ვისწავლე სახელმძღვანელოს მოძიება tpdc.ge ზე.გავეცანი პროექტის გეგმის შევსებულ შაბლონებს. გავეცანი სასწავლო საკიტხების ეფექტურად დაგეგმვას.
   აღმოვაჩინე პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საწირო დოკუმენტაციის ორგანიზება, რაც დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.გავიგე როგორ დავგეგმო და განვახორციელო აქტივობები 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებისთვის მოსწავლეებში